Fairtale The BCBF waggles
The Stories, the People and the Magic of BCBF

Is There Something in the Air? (Georgian)

The children's rhyme by Roberto Piumini translated into Georgian

  |   TOPICS: Translators
post image
SUBSCRIBE TO THE BCBF NEWSLETTER

Get the latest updates in your inbox and sign up for more info!

Share this article

The children’s rhyme about the coronavirus Is There Something in the Air? (Che cos’è che in aria vola?), written by Roberto Piumini, one of Italy’s most beloved children’s authors, has been translated into Georgian by Nunu Geladze.

author post image
ეს რა არის, ჰაერში რომ დაფრინავს?
ვინმემ იცის, რად ვახსენებთ აუგად?
ან სკოლაში რატომ აღარ დავდივართ?
მოდი, დავსხდეთ და ერთმანეთს ავუხსნათ.
 
კორონაა- თავზე ადგას გვირგვინად
ვირუსს, მაგრამ იგი მეფე არ არის;
სულიერი არსებაც კი არ გახლავთ,
მაშ, ვინ მეტყვის, როგორია, რა არის?
 
პაწაწინა ავაზაკი ვინმეა,
ისე ციცქნა და იოტისოდენა,
ახლოდანაც რომ გინდოდეს დანახვა,
უსათუოდ მიკროსკოპი გჭირდება.
 
ეს მკვირცხლი და შხამიანი
გამალებით ყველგან დაქრის,
ყაჩაღურად თავს გესხმის და
ხან აქ არის, ხან იქ არის.
 
მსუბუქი და უხილავი,
საშიშია, ძლიერ გერჩის,
წიწკინტელა მეომარი
გვემუქრება ხალხში შეჭრით.
 
მაგრამ ხალხი ხომ ჩვენა ვართ,
მე, შენ, ის და სხვანიც ბევრნი,
ამიტომაც ამ ავაზაკს
ყველა ერთად შორს გავდევნით.
 
უცაბედად გაცემინებს თუკი,
ცხვირზე უმალ აიფარე მკლავი,
შეაჩერე, ეს მფრინავი ჯოჯო,
სულ გახსოვდეს, არ მოდუნდე წამით!
 
გარეთ გასვლა თუ მოგიწევს,
შინ მოსულმა დაიბანე ხელები,
მაგრამ მარტო დღეს კი არა,
ხვალაც, ზეგაც, ნუღარ გადაეჩვევი.
 
დაიბანე წყლით და საპნით,
გულმოდგინედ, თანაც დიდხანს,
თუ სადმეა ეგ თავხედი,
ქაფი უფსკრულში ჩაიტანს.
 
დააკვირდი შენს დედ-მამას,
ბრუნდებიან სახლში როცა,
ხელს თუ სწრაფად დაიბანენ,
შეაქე და უთხარ - "ყოჩაღ!"
 
თითებით ნუ შეეხები
ნურც პირს, ნურც ცხვირს და ნურც თვალებს,
აკრძალული კი არ არის,
ამას ახლა დრო გვავალებს.
 
მოშორებით უნდა დადგე,
თუ ახლობელს ნახავ სადმე,
ხელის ჩამოურთმევადაც
გულიანად მიესალმე!
 
ხვევნა-კოცნა? არც იფიქრო,
სამომავლოდ გადადე,
ვიდრე ყველგან თან დაგვყვება
ეს ავი მოძალადე.
 
ზოგი სახეს ნიღბით ფარავს,
განა კარნავალზე მიდის?!
ყაჩაღიც ნუ გეგონებათ,
უკეთია სიფრთხილისთვის.
 
როგორია ეს ნიღაბი?
ჩვენი კეთილმოსურნე,
ამ მშიშარა ყალთაბანდს
ახლოსაც არ მოუშვებს.
 
ჰოდა, ვიდრე ეს ბოროტი
აღმა-დაღმა დადის,
მე, ძმობილო, გადავწყვიტე,
ჩავიკეტო სახლში.
 
შესანიშნავი აზრია,
მით უმეტეს, როცა
სკოლაში არ დავდივართ და
არ ვცილდებით ოჯახს.
 
მეგობრებს და ნათესავებს
მაშ, როგორღა ვხვდებით?
ყველა თავის სახლშია და
ინტერნეტით ვიკრიბებით.
 
დისტანციას ფრთხილად იცავს,
ვისაც თავი უყვარს,
ხელით ნურვის შეეხებით,
სიტყვებით კი - უხვად.
 
რადგან სიტყვა ნობათია
სხვებისათვის გასაგზავნი,
და იმათთვის, ვინაც გვიყვარს,
კეთილ თესლად გასახარი.
 
თუკი ფრთხილად მოვიქცევით
დიდ-პატარა, ყველა ერთად,
უსათუოდ დავამარცხებთ
ამ საძაგელ გაიძვერას.
 
და როს ბოლოს, წარმატებით
ჩავაბარებთ ამ გამოცდას,
ყველა ერთად შევუდგებით
ახალსა და ბრძნულ ცხოვრებას.
Roberto Piumini
Picture: Giovanna Scalfati

BCBFFIT
AITI
CEATL
STRADE

 

Share this article

Related Post